Pages

Monday, July 17, 2017

დღეიდან Man-ის ახალი ავტობუსები ქალაქის თითქმის ყველა უბანში იმოძრავებს

დღეიდან, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, არსებული სქემა მოიცავს და დაფარავს თბილისის თითქმის ყველა უბანს. ინფორმაციას თბილისის მერზე დაყრდნობით, Commersant-ი ავრცელებს.
ქალაქის მერის განცხადებით, უკვე დასრულდა ახალი ავტოპარკის მშენებლობა.  „ავტობუსების ახალი პარკიდან დილით ყველა, 143 ერთეული ავტობუსი გავა ხაზზე. ამ ავტობუსების ტექნიკურად გამართვაც ამ ბაზაზე მოხდება. ავტობაზა 370 ავტობუსზეა გათვლილი", - ამბობს ქალაქის მერი დავით ნარმანია.

მისი ინფორმაციით, დიდ დიღომში გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ Man-ის ავტობუსები დაიწყებს მოძრაობას № 14 და № 21 მარშრუტზე. № 14 მარშრუტზე 10 ერთეული ახალი ავტობუსი იმოძრავებს, № 21-ზე კი 11. ასევე Man-ის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს №23 მარშრუტზე.

17 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ავტობუსები ამ სამარშრუტო სქემით ეტაპობრივად დაიწყენ მოძრაობას:

№ 88 მარშრუტი: ნუცუბიძის მე-2-4 მ/რაიონი - ქავთარაძის ქ. - თამარაშვილის ქ. - ვაკე - რუსთაველის გამზირი - ბარათაშვილის ქ. (11 ერთეული)

№24 მარშრუტი: გლდანის დასახლება - დიღმის მასივი - მარშალ გელოვანის გამზირი - ჟვანიას მოედანი - ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქ. - თსუ-ის მაღლივი კორპუსი ( 11 ერთეული);

№ 33 მარშრუტი: გლდანის დასახლება - სანზონა - წერეთლის გამზირი - დავით აღმაშენებლის გამზირი - ვარდების მოედანი - რუსთაველის გამზირი - ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული);

№140 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. - რუსთაველის გამზირი - ვაკე - თამარაშვილის ქ. - ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქ. - პოლიტკოვსკაიას ქ.(11 ერთეული);

№150 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. - რუსთაველის გამზირი - კოსტავას ქ. - საბურთალოს დასახლება - ვაჟა ფშაველას გამზირი - თსუ-ის მაღლივი კორპუსი (11 ერთეული).
imdinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment