სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი
დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით ასეთია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 350; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 970; სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 320; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 230; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 460; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 200; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1225; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1900; სულ – 5655 ადგილი.
“იხილეთ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ინფორმაცია ამავე ფაკულტეტებზე/საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში (ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება)”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment