Pages

Saturday, August 5, 2017

ვინ არის 22 წლის გოგო, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა – „როგორ გავაგრძელო მის გარეშე ცხოვრება ?!“

„აი ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და, ჩემი იმედი. ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!“ – ამ სიტყვებით ემშვიდობება 22 წლის ნათია თ-ძეს და, რომელიც GEM FEST-ის ფესტივალიდან, უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
მარიამ თ-ძემ აღნიშნული პოსტი და დის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გარდაცვლილი 22 წლის ნათია თ-ძეა, რომელიც „თიბისი ბანკის“ თანამშრომელი იყო.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ქუთაისის ფილიალში გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოკვლევა გუშინვე დასრულდა, დანიშნულია ქიმიური, ბიოლოგიური და პათანატომიური ექსპერტიზები. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუშინვე, ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ქუთაისიდან თბილისში გადმოასვენეს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 22 წლის ნათია თ-ძე, მეგობრებთან ერთად, ანაკლიაში, GEM FEST-ის ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ახალგაზრდა გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ, 4 აგვისტოს, გამთენიისას მოათავსეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში შესვლიდან 8 საათის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
kvira.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment