განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სექტემბრისთვის პარლამენტში განათლების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუკი 9 კლასის სკოლადამთავრებულები, პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლიან, მათ საშუალება ექნებათ სკოლის სრული ატესტატი აიღონ და სურვილის შემთხვევაში უკვე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ.
“გვინდა, ჩავაშენოთ სრული 12 კლასის ატესტატის აღების შესაძლებლობა. ანუ 9 კლასის შემდეგ გამოსულ ბავშვებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძლებენ სწავლას შესაძლებლობა ექნებათ აიღონ სრული, 12 კლასის ატესტატი და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment