Pages

Thursday, August 17, 2017

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანის მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი ილიაუნიშია

მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საბაკალავრო საფეხურზე 4027 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული, მათგან 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე – 3595.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად (პირველ ადგილზე) წელს 7140-მა აბიტურიენტმა აირჩია (კონკურსი ერთ ადგილზე – 1.99), რაც 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ ყველა სხვა არაპროფილური უმაღლესი სასწავლებლის შედეგზე მაღალია. ამგვარად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით არაპროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ქვეყანაში არსებულ 738 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, პირველ ადგილზე ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 180; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 12.0; ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 2250; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 150.53).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ქვეყანაში არსებული 738 საბაკალავრო პროგრამიდან, პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ 15 საბაკალავრო პროგრამას შორის, 7 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაა (ფილოსოფია, ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, პედაგოგიკა, ბიოლოგია, სამართალი).

პირველი არჩევანით ყველაზე მაღალი კონკურსი, ქვეყნის მასშტაბით არსებულ მსგავსი პროფილის საბაკალავრო პროგრამებს თუ შევადარებთ, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, პედაგოგიკის, ბიოლოგიისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამებზე.
ქვეყანაში არსებულ 738 საბაკალავრო პროგრამას შორის, იმ საბაკალავრო პროგრამების რეიტინგში, რომლებიც რაოდენობრივად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, პირველ ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მეორეზე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა ერთიანი მიღებით, ხოლო მეოთხე ადგილზე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment