Pages
▼
Friday, August 4, 2017
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
I საერთაშორისო საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ფირმა ,,ნატაფიმ-საქართველოს“ ორგანიზებით ტარდება. ერთობლივი სკოლა 2-9 აგვისტოს ჩათვლით გონიოში იმუშავებს და მასში საქართველოდან და ისრაელიდან 50-ზე მეტი პროფესორი, სტუდენტი, მეცნიერი, დარგის სპეციალისტი და ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას. სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა, ისრაელისა და საქართველოს ურბანულ და აგრარულ სექტორებში ახალი ტექნოლოგიების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევას ემსახურება. სკოლის ფარგლებში დაფუძნდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „სტუდენტური კვლევები და პროექტები“, შეიქმნება სტუდენტური კვლევებისა და პროექტების განხორციელების ხელშემწყობი ფონდი. აღნიშნული კვლევები და კონფერენციები ჩატარდა საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხრიდან საქმიანი კონსულტაციებისა და მნიშვნელოვანი ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერის საფუძველზე. საზაფხულო სკოლის პროექტის შედეგად გაფართოვდება კვლევითი მუშაობა ეკონომიკური განვითარებისა და მართვის ებრაული მოდელის ისტორიულ, თეორიულ-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებზე დაა მათ სათანადო ადაპტაციაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეროვნული მოდელის შექმნა-ჩამოყალიბებისა და გამოყენების პროცესში. პროექტი საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება.
No comments:
Post a Comment