ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე მუშაობდა ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი.
მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე ამოიყვანეს, მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები კი ხვალიდან განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ipn.ge
No comments:
Post a Comment