Pages

Wednesday, August 30, 2017

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 16 აგვისტოს დაამტკიცა. 

დადგენილების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები უკვე დამონტაჟებული უნდა იყოს. ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გახდება.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე 100 კილომეტრს საათში არ აღემატებოდეს.

რაც შეეხება სატვირთოებსა და ტრაილერებს, დადგენილების თანახმად, მათ ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას 90 კმ.სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას არ მისცემს.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment