2017-2018 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:
- ა) აგრარული მეცნიერებანი;
- ბ) განათლება;
- გ) ინჟინერია;
- დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- ე) სოციალური მეცნიერებები;
- ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
- ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი;
- სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,275,000 ლარი;
- სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 787,500 ლარი;
- სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი;
- სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი;
- სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი;
- სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 517,500 ლარი;
- სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი.
დეტალური ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების შესახებ იხილეთ დანართში.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment