დაჭრილი ქალბატონები ქარელის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. ექიმის თქმით, მათ სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზაქრო მეყანწიშვილის განცხადებით, ორი პაციენტი დილის ოთხ საათზე ზედაპირული ჭრილობებით შეიყვანეს.
ქალბატონებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. შემთხვევა დღეს დილით ქარელში მოხდა, არსებული ინფორმაცით, ერთმა ქალმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი შემთხვევის დროს დაშავდა. მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ , ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
trialeti.ge
No comments:
Post a Comment