Pages

Thursday, August 31, 2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში და ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს. 

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არსებულ ვითარებას ეხება.  

”შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ipn.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment