Pages

Monday, August 7, 2017

სკალირება - ამ მეთოდის დეტალები და მიზანშეწონილობა

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ შემუშავებულ საგამოცდო სისტემაში სკალირების მეთოდების გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი მიზეზების გამო:

 1. ერთი და იმავე საგამოცდო ტესტის ვარიანტებს შორის შესაძლო განსხვავება;
2. სხვადასხვა საგამოცდო საგნის ტესტების სირთულეებს შორის განსხვავება.

ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ერთმანეთს იმ აბიტურიენტთა ქულები, რომელთაც ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტი შეასრულეს. გარდა ამისა, სკალირების მეთოდების გამოყენებით უფრო ბუნებრივია სხვადასხვა საგანში მიღებული ქულების შეკრება მათი ერთ სტანდარ- ტულ სკალაზე განთავსების შემდეგ.

სკალირების შემოთავაზებული მეთოდით:

პირველ ეტაპზე ხდება ერთი საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტში აბიტურიენტის მიერ მიღებულ ქულებს შორის შესაბამისობის დადგენა და მათი გათანაბრება,

 მეორე ეტაპზე – თითოეულ საგამოცდო საგანში გათანაბრებული ქულების სტანდარტიზება და საერთო სკალაზე განთავსება.

გააგრძელეთ კითხვა   

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment