Pages

Friday, August 11, 2017

გვინდა სკოლებში ბოსტნები იყოს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ინიციატივა

 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”რეალური სივრცე” სკოლებში არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა:
”ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებით სკოლის წარმომადგენლებს, მშობლებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყველას აწუხებს არის, თუ რას ჭამს ბავშვი სკოლაში. თან ჩვენი ხელისუფლება და მთელი ქვეყანა – იგივე თამბაქოს კუთხით და სხავდასხვა კუთხით  არის სწორ ტალღაზე ამ მიმართულებით. 
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არის შესაძლებლობა, საზოგადოებრივი შეგნების გაზრდით ვისარგებლოთ და სკოლებს ბუფეტების გაჯანსაღება შევთავაზოთ. საწყის ეტაპზე ძალიან არაჯანსაღი პროდუქტების ამოღებაზეა საუბარი. შეიძლება ფენოვანი ხაჭაპურიც არ იყოს ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში, მაგრამ ჩიფსი, კოკა-კოლა და კონსერვირებული რაღაცები კიდევ უფრო მძიმე პოზიციაა.”
ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ბოსტნების გაშენების იდეაზეც ისაუბრა:
”ბრიუსელში ვიზიტის დროს იყო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც პორტატულ, კომპაქტურ ბოსტანს აკეთებს. ბოსტანი სართულებზეა განლაგებული. ჩვენ ძალიან დავინტერესდით და გვინდა, რომ სკოლებში ანალოგიურად პატარა ბოსტნები იყოს და მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი ჰქონდეთ” – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
წყარო: etaloni

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment