ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ნალექს ელოდებიან. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, არსებული პროგნოზის მიხედვით, ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 16:00-17:00 საათის შემდეგ გაწვიმდება.
„წვიმას ჩვენ ველოდებით დღის მეორე ნახევარში, ცოტა გვიან, 16:00-17:00 საათის შემდეგ უნდა გაწვიმდეს ბორჯომის ხეობაში. იქ ჯერჯერობით სუსტი ქარია. მიმართულება არ შეცვლილა, აღმოსავლეთის მიმართულებით სავარაუდოდ 3-5 მეტრი წამში. დღის მეორე ნახევარში იქ შეიცვლება ქარის მიმართულება და უკვე სუსტი, ზომიერამდე ქარი იქნება 5-10 მეტრი წამში. წვიმა იქნება ხანმოკლე ხასიათის, ელჭექით, დროგამოშვებით იწვიმებს ამაღამ, შემდეგ გაჩერდება და იწვიმებს 25 აგვისტოს ღამით, შედარებით ნაკლები ინტენსივობით“, - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
1tv.ge
No comments:
Post a Comment