ვ ი დ ე ო - ,,დაიცავს აშშ საქართველოს რუსული თავდასხმის შემთხვევაში?"-როგორია პენსის პასუხი ,,The Washington Post "შეკითხვაზე
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ
პრესკონფერენციაზე ,,ვოშინგტონ პოსტის" შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა აშშ
მხარს საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მაიკ პენსმა უპასუხა,
რომ ამერიკა მხარდაჭერას სიტყვების გარდა ქმედებებით ამტკიცებს.
,,ამერიკა გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს ჩვენ ამას
არა სიტყვიერად ქმედებებითაც ვამტკიცებთ. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი
ვალდებულებების მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100 ათასიანი რუსული
კონტიგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება რამდენად
მნიშვნელოვანია ნატოს პარტნიორები ერთ პოზიციაზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს
და მე გვწამს ,რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები შესაძლებელია ,მაგრამ
მოლაპარაკებები მხარეებს შორის ყოველთვის იწყება თითეული პარტნიორის
პოზიციების აღიარებით. იმ სანქციებს რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელს
მოაწერს ამ კვირაში ამის მეშვეობით ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა
მოკავშირის მისამართით, ;რომ რასაც ვამბობთ იმას ვაკეთებთ"-განაცხადა
პენსმა.
No comments:
Post a Comment