Pages

Tuesday, September 26, 2017

15 საჯარო სკოლაში საგნის "მე და საზოგადოება" საპილოტე სწავლება იწყება



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს 15 საჯარო სკოლაში ამ კვირიდან საგნის "მე და საზოგადოების" საპილოტე რეჟიმში სწავლება იწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, საპილოტე პროგრამა არ გულისხმობს მხოლოდ „მე და საზოგადოების“ საგნის დანერგვას. აღნიშნული საგნის დანერგვა მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ინფორმაციას გამოცემა "ლიბერალი" ავრცელებს.
მარიამ ჩიქობავას განმარტებით, იმის გამო, რომ საგანმა "მე და საზოგადოება" ხალხში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, სკოლამ ისე დაგეგმა პირველი გაკვეთილი, რომ მასში სკოლის მოსწავლეთა მშობლებიც ჩართვებიან.
მისი თქმით, საგნის სასწავლო წინგის მზადება ჯერ კიდევ არ არის დასრულები.
"პედაგოგებმა  თვითონ მოიძიეს ყველა ინფორმაცია, სასწავლო რესურსი, თვითონვე შეიმუშავეს ყველა აქტივობა და დაგეგმეს სასწავლო პროცესი.  რეალურად, სახელმძღვანელო არის მხოლოდ ერთ-ერთი დამხმარე მეთოდი და არა სასაწავლო მიზანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პედაგოგები თავად იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ თვითონვე შექმნან სასწავლო რესურსი იმ პირობებში, როცა დაბეჭდილი სახელმძღვანელო ჯერ არ აქვთ. როცა სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, მომდევნო სასაწავლო წლიდან იმასაც გამოიყენებენ", - თქვა მარიამ ჩიქობავამ და დასძინა, რომ „მე და საზოგადოება“ თავდაპირველად სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარდება.
საზოგადოება საგნის სწავლებას სხვადასხვა მიზეზით აპროტესტებს, მათ შორის საპატრიარქომაც გაავრცელა რამდენჯერმე განცხადება. საგნის სასწავლო წიგნის პირვანდელი ვერსიიდან, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, წიგნიდან ამოიღეს ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "გენდერი", "უმცირესობა", ასევე რელიგიის შესახებ თავიც.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment