Pages

Friday, September 29, 2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვოვნობა 37 ათასით განისაზღვრა

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, სხდომაზე განხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. 37 ათასით განისაზღვრა შეიარაღებული ძალების რიცხვოვნობაც, რაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
"უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ მომავალი ნატო-ს სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, საკვანძო საკითხებზე. განვიხილეთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment