Pages

Saturday, September 30, 2017

კიბერუსაფრთხოების ბიურო აფრთხილებს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრონული მოწყობილობების მფლობელებს




გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ანდროიდის სისტემის მოწყობილობების აპლიკაციების მარკეტში(Play Store) არსებულ მავნე პროგრამული კომპლექსების რამოდენიმე სახეობას, მათ აღწერილობას და თქვენს მობილურ ტელეფონებში, პლანშეტებში აღნიშნული აპლიკაციების არსებობით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს.
     ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Google-ის  აპლიკაციების მარკეტი (Play Store) მიუხედავად იმისა, რომ პროგრამები უსაფრთხოების ზომების დაცვით თავსდება, ხშირად ხდება ჰაკერების სამიზნე. შედეგად მომხმარებლები ზარალდებიან კიბერშეტევების და თაღლითობის  გამო.
     კიბერუსაფრთხოების ბიურო, ინფორმაციული უსაფრთხოების კომპანიების კვლევების საფუძველზე გაფრთხილებთ, თავი შეიკავოთ     შემდეგი აპლიკაციების გადმოწერისგან.
QuickPic - მობილური ტელეფონების ფოტო გალერეის მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაცია. გასულ წელს ჩინურმა კომპანია Cheetahs Mobile-მა შეიძინა, რომელმაც მომხმარებლის პერსონალური   ინფორმაცია ფარულად, საკუთარ DNS სერვერებზე ატვირთა და მოწყობილობაზე გაფართოებული მოთხოვნების დაწესება მოითხოვა.
ES File Explorer -  ფაილების უფასო მენეჯერი, რომელიც განკუთვნილია მედია ფაილების მენეჯმენტისთვის.  გამოიყენება სხვადასხვა გაფართოების ფაილების სერვერებზე განთავსების და დათვალიერების მიზნით. პროგრამა შეიცავს მავნე ტიპის რეკლამებს და მომხმარებლისგან ფარულად ითხოვს სხვადასხვა აპლიკაციების დაყენებას.
UC Browser -  Google მარკეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, რომელიც მოხმარებელს სთავაზობს „სწრაფ რეჟიმში“ მუშაობას. აპლიკაცია მონაცემებს  დაუშიფრავი (დაუცველი) სტანდარტით აგზავნის. აპლიკაციის IMEI ნომერი, Geolocation, Android ID და MAC მისამართი იგზავნება ჩინეთში განთავსებულ სხვადასხვა სერვერებზე.
Godless - წარმოადგენს დამოუკიდებელი პროგრამისტების ჯგუფის მიერ შექმნილ აპლიკაციას, რომლითაც შესაძლებელია უსაფრთოხების გვერდის ავლით, ფასიანი აპლიკაციების უფასოდ გადმოწერა. აპლიკაცია მომხმარებლების ყურადღებას უფასო სერვისების შეთავაზებით იპყრობს. ამ დროს კი მომხმარებელი ვერ აცნობიერებს, რომ საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას გაჟონვის საფრთხის ქვეშ აყენებს. აპლიკაციის ინსტალირების შედეგად ჰაკერი მოწყობილობაზე სრულ კონტროლს აწესებს.
          პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მიზნით გირჩევთ საკუთარ მოწყობილობაზე არ გამოიყენოთ Root სერვისი.
          ასევე გთავაზობთ Android-ის მავნე რეკლამების შემცველი აპლიკაციების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს:

-     All Live Wallpapers from Developer Jason Allen.
-     Brightest Flashlight, Fake Electric Sleep game.
-     Fishing Game Fleya, Galaxy S Theme for GO Launcher Ex.
-     GPSFix.
http://csbd.gov.ge/

No comments:

Post a Comment