უკრაინის პოლიციამ, უკრაინის
გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს შეგინის
გამშვებ პუქნტზე, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის
საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ
დავით საყვარელიძე საზღვარზე პირთა ჯგუფის, მათ შორის უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, უკანონო გადაყვანის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამასთან,
საყვარელიძე პოლიციის განყოფილებაში ჩვენებების მისაცემად დაიბარეს.
ოქმის
ჩაბარების პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია დავით საყვარელიძის „ფეისბუქის“
გვერდზე მიმდინარეობდა. როგორც ვიდეოდან ირკვევა, მესაზღვრეები და
სამართალდამცველები მაშინ მივიდნენ, როდესაც დავით საყვარელიძე თავის
მომხრეებთან ერთად ლვოვში რესტორანში იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ოქმს ხელი მოაწერა.
„უკრაინა
გაიმარჯვებს. ამ დოკუმენტით ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ. ეს უბრალოდ სასაცილოა
და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.ეს არის პოროშენკოს აგონია და ის მალე
დასრულდება“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
1tv.ge👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
No comments:
Post a Comment