კიევში ქართული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა
კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ჩეჩენი მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში მსახურობდა. ამის შესახებ 112 Украина-ს პირმა განუცხადა, რომელიც მედიასაშუალებას გაეცნო, როგორც დაშავებულის ახლობელი.
„აქ არის დაშავებულის ბიძაშვილი, მანქანაში იმყოფებოდა თემურ მახაური. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ის ჩეჩენი იყო. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა“, - აღნიშნა მოსაუბრემ.
თემურის მეგობარმა, ლეონიდემ განაცხადა, რომ მისი აზრით მომხდარში რუსული კვალია. „ის იყო ჩეჩენი ან საქართველოს მოქალაქე - არ ვიცი. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. ის ჩვენიანი იყო. უკრაინისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, რუსეთის კვალია“, - განაცხადა მან.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ერთი ქალი დაშავდა, რომელთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. ipn.ge
No comments:
Post a Comment