ზღვაში სამი დღის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს
ქობულეთში, ზღვაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი იყო ჩართული.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 12 წლის მოზარდი ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ipn.ge
No comments:
Post a Comment