32 წლის ალპინისტი ენდრიუ ფოსტერი და მისი ცოლი 28 წლის ლიუსი ფოსტერი, იოსემიტის ნაციონალურ პარკში, "ელ კაპიტნის" კლდეზე ცოცვის დროს ჩამოცვენილ ქვებს შორის მოექცნენ.
როგორც გადარჩენილი ლიუსი ფოსტერი ჰყვება, მისმა მეუღლემ უფრო ადრე დაინახა, რომ კლდიდან გრანიტი ვარდებოდა და ცოლს გადაეფარა.
პოლიციის ცნობით, გრანიტი დაახლოებით 200 მეტრიდან უცაბედად ჩამოვარდა.
ენდრიუ და ლიუსი უკვე დიდი ხანი იყვნენ ალპინიზმით დაკავებულები. მათ YouTube-ზე საკუთარი ვლოგიც კი მიჰყავდათ. 2015 წელს, ისინი ალპებში მოგზაურობის დროს დაინიშნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment