Pages

Monday, September 4, 2017

Слава Украине! Героям слава! - ასე უპასუხა "სუხიშვილებმა" ყირიმში საგასტროლოდ მიწვევას


Слава Украине! Героям слава! - ამ მოწოდებით პასუხობენ "სუხიშვილები" რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში საგასტროლოდ მიწვევას, სადაც კონცერტებს 2014 წლამდე რეგულარულად მართავდნენ. 

ინფორმაცია ანსამბლმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა და მკვეთრად გამოხატა პოზიცია, რომ "სუხიშვილები" უარს ამბობს კონცერტებზე როგორც რუსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში:

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!", - წერია გვერდზე, ხოლო ერთ-ერთი კომენტარის პასუხად, რომლის ავტორმა მიიჩნია, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, გვერდის ადმინისტრაციის კომენტარი ასეთი იყო:

"პოლიტიკაში ჩარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია!

და ზოგადად, რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ !"...
fmabkhazia.com

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment