Pages

Thursday, September 28, 2017

რომელ ცნობილ კომპანიებს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ბონუსები თანამშრომლებისთვის?

კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ახალი თაობის 
თანამშრომლებისთვის მაღალი შემოსავალი მთავარი აღარ არის. თანამედროვე ადამიანს ისეთ კომპანიაში უნდა მუშაობა, რომელიც მას არამხოლოდ მაღალ ხელფასს და გულუხვ პრემიას შესთავაზებს, არამედ ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს. ასეთი გარემოს და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის ძებნაში ბევრი დაიღალა, ძველი სამსახური დატოვა და საკუთარი კომპანია შექმნა. რა დამატებითი სტიმულები გააჩნიათ ცნობილ კომპანიებს თანამშრომლების შენარჩუნებისთვის და ვის რა ფინანსური თუ არაფინანსური ბონუსები აქვს?
Airbnb-ი ინტერნეტ კომპანიაა, რომლის ვებგვერდის დახმარებითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხანმოკლე ვიზიტებისთვის სასურველ აპარტამენტს მოძებნით და წინასწარ დაიქირავებთ.
Airbnb-ი ყოველწლიურად თანამშრომლებს 2000 დოლარამდე თანხას უხდის იმისთვის, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე ბინა/სახლი დასვენებისთვის შეარჩიონ.

Glassdoor-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც დასაქმებული ადამიანები თავად აფასებდნენ დამსაქმებელ ორგანიზაციას, Airbnb-ი სამუშაო პირობების მხრივ საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ამ კატეგორიაში მოწინავე კომპანიები არიან Netflix-ი და LinkedIn-ი.

Netflix-ს ანაზღაურებადი შვებულების კონცეფციის შემოქმედსაც უწოდებენ. "ჩვენი მიდგომა ასეთია: "აიღეთ შვებულება! ჩვენ არ გვაქვს რაიმე წესები ან ფორმები, რომლითაც დასვენების დღეების რაოდენობაა გაწერილი", - წერია Netflix-ის ვებგვერდზე.

ზუსტად ასეთი მიდგომა აქვს პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ისაც, სადაც მიაჩნიათ, რომ შეუზღუდავი ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომლებს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ კონტროლის შეგრძნებას უჩენს.
მსოფლიოში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო სამუშაო ადგილად აღიარებულ Google-ში, თანამშრომლებს ოთხფეხა მეგობრების წაყვანა შეუძლიათ.
აღმოჩნდა, რომ Google-ის ძალიან ბევრი თანამშრომელი ძაღლების მოყვარულია. Google-ის წესდებაში წერია, რომ კომპანიის თანამშრომელს სამსახურში ძაღლის მიყვანა შეუძლია - "ჩვენ გვიყვარს კატები, მაგრამ ძაღლების კომპანია ვართ, ასე რომ კატა ჩვენთან სტუმრობით თავს კარგად ვერ იგრძნობს", - ამბობენ Google-ში.
Reed.co.uk-ის ცნობით, დასაქმებული ბრიტანელების 8% სამსახურში ძაღლით დადის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment