Pages

Saturday, September 16, 2017

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა


შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი - თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ipn.ge
👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად    

No comments:

Post a Comment