Pages

Tuesday, September 26, 2017

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო

  
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.
რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და სავარაუდოდ ის ადა მარშანიაა. კონსტიტუციის ახალ პროექტს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა დღეს 14:01 საათზე დაიწყო. სხდომის მიმდინარეობისას პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობიდან "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას "ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების გამო აკრიტიკებენ".
დაადებს თუ არა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს, ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment