საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის,"გოლდენ სტეიტის" ცენტრის ზაზა ფაჩულიას განცხადებით, ეროვნულ გუნდში კარიერას ასრულებს.
მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.
„ეს
ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე.
მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული
ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში
გასვლა, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, -
ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოინტერვიუში, რომელსაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე
საკალათბურთო მიმომხილველი დევიდ პიკი ავრცელებს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment