Pages

Thursday, September 14, 2017

მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების ხელფასები და პრემიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე მეტ ანაზღაურებას ნიკა გილაური იღებდა. 2011 წელს მან 152 150 ლარი მიიღო, საიდანაც 101 150 ლარი პრემიის თანხა იყო. მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წლიური ხელფასი 51 370 ლარია.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია, რა ოდენობის ანაზღაურებას იღებდნენ საქართველოს მთავრობის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, რომელთა თანამდებობრივი სარგო თვეში 4 250 ლარს, ანუ წლის განმავლობაში 51 000 ლარს შეადგენს.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად    

გამოირკვა, რომ პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებდა ნიკა გილაური, რომელსაც ეს თანამდებობა 2009 - 2012 წლებში ეკავა. 2011 წელს ნიკა გილაურის ხელფასი 152 150 ლარი იყო, მათ შორის, თანხის 2/3-ს - 101 250 ლარს პრემიის თანხა შეადგენდა. 
გარდა ამისა, ნიკა გილაურმა 2010 წელს მიიღო 126 241 ლარი, აქედან, 75 241 ლარი პრემია, ხოლო 2009 წელს - 73 789 ლარი, მათ შორის, პრემია - 23 789 ლარი
მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ანაზღაურება 2016 წელს 51 370 ლარი იყო. პრემიერის ამპლუაში წლიურად 51 000 ლარს იღებდა ირაკლი ღარიბაშვილი. არცერთი მათგანს პრემია და დანამატი არ აუღია. 
გაცილებით მცირეა წინა პერიოდის პრემიერ-მინისტრების ხელფასები. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელის წლიური ანაზღაურება 2007 წელს 28 800 ლარი იყო, ესე იგი თვეში 2 400 ლარი. სხვა პრემიერ-მინისტრების ხელფასის ზუსტი ოდენობა, სრული მონაცემების არარსებობის გამო, ცნობილი არ არის. 
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მხოლოდ 9 424 ლარი მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. მთავრობის კანცელარიის განცხადებით, დარიცხულ ხელფასს იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად რიცხავდა.                   
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად დაწესდა. მანამდე მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქციას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებდა.

No comments:

Post a Comment