👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.„27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი. მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment