Pages

Friday, September 15, 2017

მეცნიერებმა ახალგაზრდობის დასრულების ასაკი განსაზღვრეს

 

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
ბრიტანული კონსულტაციური კომპანია Robert Half-ის ორი ათასამდე თანამშრომლის გამოკითხვის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გარდამავალი ასაკი "ახალგაზრდასა" და "ასაკოვანს" შორის 35 წელია. სწორედაც, რომ 35-ის შემდეგ, კაცები "მარტოობის პიკს" აღწევენ, ხოლო ქალები -"მოწყენილობის". კვლევის შედეგებს ვრცლად BBC ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში, 35 წელს მიღწეული ყოველი მეექვსე მოხელე, უკმაყოფილოა საკუთარი სამსახურით, რაც მათზე უმცროსების შედეგებზე, ორჯერ მეტია.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად 
"ეს ცხოვრების პასუხისმგებლობების რთული კომბინაციაა - ოჯახი, ფინანსები...ეს ყველაფერი ერთად გეყრება თავზე, მაშინ როდესაც კარიერაში ზოგიერთი წარმატებას აღწევს და მაღალ პოსტებზე იწყებენ მუშაობას, რასაც თავის მხრივ განსაკუთრებული ენერგია სჭირდება.", - აცხადებს Robert Half UK-ის დირექტორი.
ახალგაზრდა თანამშრომლები, როგორც წესი, სავსე არიან ენთუზიაზმით, მაშინ როდესაც უფროსობა მათგან განსაკუთრებულს არ მოელის, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც მიაღწიეს 35 წელს, აწუხებთ კითხვა: გამომივიდა თუ არა რაიმე ამ ცხოვრებაში?
გარდა უარყოფითი მხარეებისა, მკვლევარები ასაკის მომატებასთან ერთად, დადებით მხარეებზეც საუბრობენ.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად 
"ასაკთან ერთად ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. უკეთესად ვიცნობთ საკუთარ თავს და გადაწყვეტილებებს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიღებთ და რაც ყველაზე მთავარია - ასაკთან ერთად მოდის სიბრძნე", - აღნიშნავს მკვლევარი ჯილი ჯესტი.
imedinews.ge
👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად 

No comments:

Post a Comment