👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
NASA-ს სპეციალისტებმა, მარსზე უდიდესი ციალი დააფიქსირეს, რომელიც 2017 წლის 10 სექტემბერს, მზის ატმოსფეროდან მასის გამოდევნამ გამოიწვია. ნათება, რომელიც წითელ პლანეტაზე მანამდე მომხდარებზე 25-ჯერ კაშკაშაა, ამერიკულმა თანამგზავრმა MAVEN-მა დააფიქსირა. ამის შესახებ კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ. მარსის ავრორა (ჩრდილოეთის ციალი) პლანეტის აირის ზედა ფენის გამო, ულტრაიისფერი სპექტრს იძენს.
მეცნიერების თქმით, ნათება, მზეზე მომხდარი აფეთქების გამო გამოწვეულმა რადიაციის გაორმაგებამ მოახდინა. მზეზე აფეთქებების სერია 4 სექტემბერს დაიწყო. მზის ლაქების ორი უმსხვილესი ჯგუფის დაჯახების შედეგად ბოლო 12 წლის მაინძილზე, ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა, მედიაში კი ამის შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment