განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.
როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.
”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი. ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდასაშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9,ხოლოსაშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment