ამერიკის შეერთებული შტატებიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი კუბაში ამერიკელ დიპლომატებზე განხორციელებული "საიდუმლოებით მოცული" აკუსტიკური თავდასხმაა.
12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა კუბაზე სმენა დაკარგეს. აშშ-ის ოფიციალურ წრეებში მაშინ ამბობდნენ, რომ მათზე შესაძლოა "აკუსტიკური იერიში" მიიტანეს. ფაქტი 2016 წელს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლა გახდა.
ის, რომ აშშ კუბელი დიპლომატების რაოდენობის 2/3-ით შემცირებას აპირებდა, ცნობილი დღეს დღისით გახდა.
აშშ-ის საელჩო კუბაზე 2016 წელს გაიხსნა. მანამდე 50 წლის განმავლობაში აშშ-სა და კუბას დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი ჰქონდათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment