Pages
▼
Monday, October 2, 2017
ლას-ვეგასში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ლას-ვეგასში, დაუდგენელი პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სავარაუდოდ, Mandalay Bay Hotel-ის კომპლექსის აივნიდან ისროდა. მან ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა .
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ ინციდენტის ადგილს. სამართალდამცველები ძებნის ოპერაციას ატარებენ.
ipn.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment