Pages

Saturday, October 28, 2017

30 ოქტომბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება




👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ხვალ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის უმეტეს რაიონში ამინდის გაუარესება 30 ოქტომბრისთვის არის ნავარაუდევი, დაიკლებს ტემპერატურა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. 

„29 ოქტომბერს 21-26 გრადუსია ნავარაუდევი, 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. რაც შეეხება 31 ოქტომბრის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს“, - განაცხადეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.
ipn.ge
 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment