Pages

Sunday, October 29, 2017

ამერიკელი ქალი ბანკის გასაძარცვად 6 წლის შვილთან ერთად მივიდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ამერიკელმა ქალმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბანკის გაძარცვა 6 წლის ქალიშვილთან ერთად გადაწყვიტა. მეტიც, ქალი ბანკიდან ტაქსით წავიდა. ინფორმაციას CBS New York-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 28 წლის დიანა მარინი ბანკ „Chase“-ში შევიდა და მოლარეს წერილი გაუწოდა, რომელშიც ის  ფულს ითხოვდა. ბანკის თანამშრომელმა ქალის მოთხოვნა შეასრულა, რის შემდეგაც, დიანა მარინმა ტაქსი გააჩერა და წავიდა.
სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. ბავშვზე მეურვეობა კი ოჯახის სხვა წევრს გადასცეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment