Pages

Tuesday, October 31, 2017

რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. სხდომა ტრადიციულად, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და ვრცლად ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, უმაღლესი პროფესიული პროგრამების მნიშვნელობაზე, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაზაზე პროფესიული გადამზადების ცენტრების გახსნის აუცილებლობაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და სხვ.
სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორთა საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი მოისმინა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებთა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობის შედეგები 2017 წელს შეფასებულ პროგრამებში და მათი ჩართვის საკითხი 2018 წელს შესაფასებელ პროგრამებში. სხდომაზე ასევე გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებთან, საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით და სხვა.
mes.gov.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment