Pages

Sunday, October 1, 2017

იტალიიდან ჩრდილოეთ კორეის ელჩს აძევებენ

იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩის, პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ფხენიანის მიერ ბოლო პერიოდში აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარება და ბირთვული იარაღის გამოცდა გახდა. ინფორმაციას Russian Reality ავრცელებს.
მანამდე 19 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაცხადა.
ანალოგიური გადაწყვეტილება გასულ თვეს მექსიკისა და პერუს მთავრობებმაც მიიღეს.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანჯელონო ალფანო გაეროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებასაც გამოეხმაურა, რომელშიც პრობლემის მშვიდობიანი გზებით მოგვარების გზებზეა საუბარი. ის მიდგომა ოფიციალური რომში დადებითად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა ფხენიანთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა 30 სექტემბერს განაცხადა. "თვალი ადევნეთ ახალ ამბებს. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირები. სიბნელეში არ ვზივართ", - თქვა ტილერსონმა ჩინეთში ვიზიტის დროს. 
25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ესროლოს ამერიკულ თვითმფრინავებს. 
23 სექტემბერს, პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა (B-1B) ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ჩაიფრინეს. ბომბდამშენები ყველაზე შორეულ დემილიტარიზებულ ზონაში გამოჩნდნენ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment