Pages

Thursday, October 26, 2017

აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: ანაკლიის პორტისა და "ანაკლია სითის" პროექტები მნიშვნელოვანია

აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა ანაკლიის პორტისა და "ანაკლია სითის" პროექტები დადებითად შეაფასა და მათ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ანაკლიის განვითარება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა" და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო.
"ანაკლიის პორტის და "ანაკლია სითის" პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ტვირთების გადაზიდვა მოხდეს ევროპაში ზღვის მეშვეობით", - თქვა მაიკლ ქაუგილმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა ამ წლის 20 დეკემბერს იწყება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აგვისტოში თქვა, რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment