Pages

Thursday, October 26, 2017

აზერბაიჯანი შესაძლოა ევროპის საბჭოდან გარიცხონ

ადამიანის უფლებათა ჯგუფი აზერბაიჯანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სამართლებრივ ნაბიჯს გადადგამს. ამის შესახებ Politico წერს.
ევროპის საბჭო ოფიციალურად დათანხმდა მიიღოს სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის ციხიდან გათავისუფლებაზე უარს შეეხება. 
ყოველკვირეული შეხვედრის დროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის კომიტეტმა, რომელშიც 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, აცნობა აზერბაიჯანს თავისი განზრახვის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46.4 მუხლის ამოქმედების ინიცირებას მოახდენენ.
46.4 მუხლი არასოდეს ყოფილა გამოყენებული და ამ ნაბიჯმა საბოლოო ჯამში შესაძლოა აზერბაიჯანის ევროპის საბჭოსგან გარიცხვა გამოიწვიოს.
საქმე შეეხება აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერს ილგარ მამადოვს. ის 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, რა დროსაც ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს.
2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო, თუმცა, ის ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment