Pages

Tuesday, October 24, 2017

კუნძულ პელოპონესზე ოლიმპიური ცეცხლი დაინთო

საბერძნეთში ნახევარკუნძულ პელოპონესზე, ზევსის ტაძართან ოლიმპიური ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას NBC ავრცელებს. 
ოლიმპიური თამაშების სიმბოლო 2129 კილომეტრს დაფარავს და მას ათენის აკროპოლისში 30 ოქტომბერს ჩაიტანენ. ზამთრის ოლიმპიადის დაწყებიდან 100 დღით ადრე, პირველ ნოემბერს, ცეცხლს პიონჩანგში ჩაიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის კორეულ ნაწილში 7500 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცეცხლი მთელს ქვეყანას მოივლის და 9 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, მთავარ სტადიონზე მიიტანენ.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადას სამხრთ კორეის ქალაქი პიონჩანგი უმასპინძლებს. მასპინძლის ვინაობა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველივე კენჭისყრაზე გამოავლინა. ოლიმპიადის მასპინძლობაზე გერმანიის ქალაქი მიუნხენი და საფრანგეთის ანესი იბრძონდნენ. პიონჩანგს ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი 2010 წელს და 2014 წელსაც ჰქონდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment