თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მზად არის, ქალაქისთვის საჭირო პროექტებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ ipn-ი წერს.
ელისაშვილის თქმით, ის საკუთარი პროგრამების თბილისის მერიისთვის გადაცემას აპირებს. ასევე, კახა კალაძეს სთავაზობს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი ახალი ონლაინ-პლატფორმა chemitbilisi.ge.
თუმცა ალექსანდრე ელისაშვილის განმატებით,ის არ აპირებს რაიმე თანამდებობას დათანხმდეს, თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება. ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს.
აქვე ელისაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ფიქრობს პოლიტიკური პარტიის შექმნაზე. თუმცა სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment