კომპანია Lockheed Martin-მა მარსის ორბიტული სადგურის Mars Base Camp-ის დეტალები წარმოადგინა. შემოთავაზებული არქიტექტურის საფუძველია მოდულის კონსტრუქცია. კომპანიის გეგმის მიხედვით, წითელი პლანეტის სადგურიდან 4 ადამიანის მონაწილეობით რამდენიმე კვირიანი მისიების განხორციელება მოხდება.
Lockheed Martin-ის მიერ შეთავაზებული დასაჯდომი აპარატი 110 ტონას იწონის, საიდანაცა 80 ტონა საწვავის კომპონენტებზე - წყალბადსა და ჟანგბადზე მოდის. ამ კომპონენტებს მარსის ზედაპირზე წყლის ელექტროლიზით მოიპოვებენ.
მარსზე მისიის გაშვება 2028 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
Lockheed Martin-ი NASA-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მთავროს ორბიტული სადგურის Deep Space Gateway-ს შექმნაში. კომპანია ასევე მუშაობს მთვარესა და მარსზე გასაფრენი ხომალდის Orion-ის შექმნაზე.
No comments:
Post a Comment