Pages

Monday, October 30, 2017

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დაიწყო

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო. ტურნირის ყველაზე პრესტიჟული ლიგის, სუპერლიგის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნატახტარმა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი 2:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ბურთები ლევან კასრაძემ და გიორგი ყაზარაშვილმა გაიტანეს.
ფეხბურთის ფედერაციის გუნდის მხრიდან კი თავი ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინა. ამავე ლიგაში გამოდის ტელეკომპანია „იმედის“ გუნდი, რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფრედ, 1:1 ითამაშა. 5 ნოემბერს ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა უკვე ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის მატჩებით განახლდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment