Pages

Tuesday, October 24, 2017

სამმა ქართულმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევრიმაჟის მმართველი საბჭოს 148-ე სხდომაზე სამმა ქართულმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელმა ევრიმაჟში თამარ ტატიშვილმა საბჭოს დიტო ცინცაძის „43“, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და ევა ჰოსუნის „მზის გოგოები“ წარუდგინა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ქართული პროექტების პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ევრიმაჟის კინოფონდის 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით, 18 მილიონ ევროს შეადგენდა. სხდომაზე 66 მხატვრული ფილმი დაფინანსდა, მათ შორის სოლიდური თანხა - დაახლოებით 700 000 ევრო ქართულ-უცხოური კოპროდუქციებისთვის გამოიყო. „მზის გოგოებმა“  500 000 ევროს დაფინანსება, „43“-მა 120 000 ევრო, ხოლო „უარყოფითმა რიცხვებმა“ - 86 000 ევრო მიიღო.
საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის წევრი 2011 წელს გახდა. ევრიმაჟი ევროპის კინოს მხარდამჭერი ფონდია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment