Pages

Friday, October 27, 2017

რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს სანქციების სია გაუფართოვა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუსეთმა გააფართოვა იმ პროდუქტების სია, რომელთა იმპორტი ევროკავშირიდან, აშშ-დან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან აკრძალულია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში
კერძოდ, რუსეთში აიკრძალა ცოცხალი ღორის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სუბპროდუქტების იმპორტი. როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქტების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები არ აისახება რუსეთის შიდა მოთხოვნების უზრუნველყოფაზე.
ემბარგო იმოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, აშშ-სთვის, კანადისთვის, ავსტრალიისთვის, ნორვეგიისთვის, უკრაინისთვის, ალბანეთისთვის, მონტენეგროსთვის, ისლანდიისთვის და ლიხტენშტეინისთვის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment