👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზადაა კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვისთვის მზადაა. ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც წარმომადგენლობა გავხსენით. სამხრეთ ოსეთი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გადახედავს, თუკი კატალონიიდან ოფიციალური მიმართვა იქნება,“- განაცხადა მედოევმა.
გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ განაცხადა, რომ რეგიონი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს, როდესაც შესაბამისი მიმართვა გავრცელდება.
კატალონიის პარლამენტმა გუშინ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის შემდეგაც მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე კანონი აამოქმედა და კატალონიის ავტონომია გააუქმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment