Pages

Thursday, October 26, 2017

კახა კალაძე - არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე

გენგეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს ან თუ განვითარდება, უნდა განვითარდეს ეკოლოგიის ხარჯზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დედაქალაქის მერობის არჩეულმა კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„გენგეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს ან თუ განვითარდება. უნდა განვითარდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრულად, სწორად, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ქაოტური განაშენიანება რაც 20-25 წლის განმავლობაში გვქონდა, უნდა დასრულდეს. ჩვენ შვილებს ეს ქალაქი არ უნდა დავუმახინჯოთ. მე მშენებლობის და განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად და თანმიმდევრულად და არა სკვერებისა და ხეების ხარჯზე“, - აღნიშნა კალაძემ
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment