ესპანეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს საქართვლოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მათივე ცნობით, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.
„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაერო-ს წევრი თითქმის არც ერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არც ერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ipn.ge
No comments:
Post a Comment