👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები უპატრონო გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო გვამის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ.
ცვლილებებით, უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის კატეგორიაც, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი მის დაკრძალვაზე უარს აცხადებს.
პროექტით, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო ან ამოუცნობი გვამის, ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ გვამი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ გადაეცემა. ეს დაწესებულებები მას გადაცემიდან 6 თვე შეინახავენ, ამ ვადის შემდეგ კი მისი მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით დაშვებული იქნება.
"დღეის მდგომარეობით, ამგვარი გვამების დაკრძალვა ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხორციელდება, რაც ჯამში დაახლოებით 530 ლარი ჯდება. კანონპროექტის თანახმად, დადგენილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა, რასაც უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება. აღნიშნული, შესაბამისად, გამოიწვევს ამ მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულების მხრიდან ხარჯების ზრდას. კერძოდ, შესაბამის დაწესებულებას ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა დაახლოებით 1102 ლარი დაუჯდებათ. გვამის შენახვის სავარაუდო ღირებულება - 572 ლარია, „ტიელის მეთოდით“ გვამის დაბალზამების ღირებულება - 500 ლარია, ერთი თვის განმავლობაში, 12 გრადუსზე გვამის შენახვის ელექტროენერგიის ხარჯი 10-12 ლარია. დაკრძალვის სავარაუდო ღირებულება - 530 ლარია. მათ შორის: სამარის გათხრა, ჩასვენება, მიწის მიყრა, ბორცვის გაკეთება – 230 ლარია, წიფელის სასახლის ღირებულება - 220 ლარია, თბილისის მასშტაბით კატაფალკის მომსახურება – 80 ლარია, მეხუთე ზონაში საფლავი - უფასოა", - წერია კანონპროექტში.
პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
.
No comments:
Post a Comment